მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს კაპიტალი“ ღვინის ბიზნესში ამონაგების კლებაზე აცხადებს

ღვინო

მეორე კვარტალში სუსტი ექსპორტის გამო „საქართველოს კაპიტალი“ ღვინის ბიზნესში ამონაგების კლებაზე აცხადებს. ინვესტორებისთვის წარდგენილ მეორე კვარტალის ანგარიშით, აპრილ - ივნისში წმინდა ამონაგები 26.5%-ით 11.9 მლნ ლარამდე შემცირდა, რაც გაყიდული ბოთლების რაოდენობის 33.5%-იან კლებას ასახავს.

„ექსპორტის წილი მთლიან გაყიდვებში 9.7 პროცენტული პუნქტით 79.3%-მდე შემცირდა" - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, პოზიტიურია ჯამურად წლის პირველი ნახევარი. ღვინის ბიზნესიდან ამონაგები წლიურად 14.8%-ით გაიზარდა და 29.6 მლნ ლარს მიაღწია, რაც თითქმის 14%-ით მეტ გაყიდულ ბოთლს უდრის.

ამასთან, მეორე კვარტალში კომპანიამ საოპერაციო ხარჯების 4.8%-ით შემცირება შეძლო. მთლიანობაში წლის პირველ ნახევარში EBIDTA 3.2 მლნ -დან 3.8 მლნ -მდე გაიზარდა.

"საქართველოს კაპიტალი" ფლობს "თელიანი ველის", "ქინძმარაულის მარნის" და "ალავერდის" წილებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები