მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს კაპიტალი" კერძო სკოლების განვითარებაში 140 მლნ-ის ინვესტირებას გეგმავს

5b7d67fbc2ee9
BM.GE
22.08.18 17:40
2023
საქართველოს კაპიტალი თბილისთან ახლოს კერძო სკოლას აშენებს. ამ მიზნით ჯგუფმა მიწა ივნისში შეიძინა და ადგილზე 6 მლნ ლარის ინვესტირება იგეგმება.

2025 წლამდე განათლებაში საქართველოს კაპიტალი 140 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს და ამ დროისთვის მის სკოლებში 30 000-მდე მოსწავლის მოზიდვას ელოდება.
„ვგეგმავთ, რომ საქართველოში სკოლების ხელმისაწვდომი და ყველაზე მსხვილი ჯაჭვი შევქმნათ“, - განმარტავენ საქართველოს კაპიტალში.

"საქართველოს კაპიტალი" ყოფილი BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგური კომპანიაა. "საქართველოს კაპიტალი" მოიცავს: 57% წილს "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში" (GHG), 100%-ს კომპანია "ჯორჯია გლობალ იუთილითის" (GGU), 100%-ს კომპანია "m2 უძრავი ქონება", 76% წილს "თელიანი ველი"-ში, 100%-ს სადაზღვევო კომპანია "ალდაგში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები