საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ფონდი "საქართველოს კაპიტალი", რომლის აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება 2025 წლის 26 აგვისტოდან ლონდონის საფონდო ბირჟის MSCI UK Small Cap ინდექსში შევა.
აღნიშნულ ინდექსში შესვლა განპირობებულია "საქართველოს კაპიტალის" კარგი შედეგებით საფონდო ბირჟაზე, რადგანაც ბოლო 6 თვეში მისი აქციების ღირებულება 92.5%-ით გაიზარდა და ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ასევე ინდექსში შესვლა დაკავშირებულია კომპანიის აქციებით ვაჭრობის გაზრდილ მოცულობასთანაც.
MSCI UK Small Cap ინდექსი აერთიანებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილ მცირე კაპიტალის მქონე კომპანიებს, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაციაც 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ინდექსი ამჟამად 202 კომპანიის აქციებისგან შედგება და მათ 26 აგვისტოდან "საქართველოს კაპიტალიც" დაემატება.
მიღებული გადამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია MSCI-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.



























