მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს კაპიტალმა” Bank of Georgia Group-ში წილი შეიმცირა

642085ee142d4
ნინო ტაბატაძე
27.03.23 10:44
1748
სტატიაში საუბარია:

“საქართველოს კაპიტალმა” “საქართველოს ბანკის ჰოლდინგში“ წილი შეიმცირა.

საინვესტიციო ჰოლდინგმა ინვესტორებს აცნობა, რომ I კვარტალში ბანკის 239 867 აქცია გაყიდა. გარიგების ღირებულებამ 21.226 მლნ ლარი (დაახლოებით 6.7 მლნ ფუნტი) შეადგინა. აქციების გაყიდვის შემდეგ GCAP-ის წილი "საქართველოს ბანკის ჯგუფში" 20.2% შეადგენს.

“საქართველოს კაპიტალი”  “საქართველოს ბანკის ჰოლდინგის” უმსხვილესი მეწილეა. 2022 წლის მეოთხე კვარტლის ბოლოს მონაცემებით, GCAP-ი  საქართველოს ბანკის 20.3% -იან წილს ფლობდა.

ამჟამად, Bank of Georgia Group-ის აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 25.30 ფუნტს შეადგენს. საბანკო ჯგუფის კაპიტალიზაცია კი,  1.197 მლრდ ფუნტი სტერლინგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები