მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს კაპიტალმა" (GCap) $150 მილიონის ობლიგაციები განათავსა

საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჰოლდინგმა საქართველოს კაპიტალმა ადგილობრივ ბაზარზე $150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მდგრადობასთან დაკავშირებული, 5 წლიანი ობლიგაციები განათავსა. ეს საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებული ყველაზე დიდი სავალო ვალდებულებაა და მდგრადობასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი ობლიგაციაა საქართველოსა და კავკასიაში. მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ფარგლებში „საქართველოს კაპიტალი“ გეგმავს 2027 წლისათვის სათბური აირების გამოყოფის 20%-ით შემცირებას. რაც ასევე დაეხმარება საქართველოს მიერ პარიზის შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებას, კერძოდ, 35%-ით შეამციროს სათბური აირების ემისია. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციამ მოიზიდა საქართველოში გამოშვებული კორპორატიული ფასიანი ქაღალდებისთვის უპრეცედენტოდ მაღალი $83 მილიონის კერძო ინვესტიცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები