მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს კარგი შედეგები აქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით"

5b0510a8d417c
BM.GE
23.05.18 10:55
601
საქართველოს კარგი შედეგები აქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით,- ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორის მოადგილემ ტაო ჟანგმა ეკონომიკის მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ტაო ჟანგს და ფონდის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში საკრედიტო-საგარანტიო ფონდსა და რეფორმაზე, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით ხორციელდება. სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოხატეს, ქართულ მხარესთან ერთად ჩაერთონ რეფორმის გახორციელების პროცესში. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე როგორც სექტორულ, ისე ფისკალურ ჭრილში. მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო ეკონომიკური რეფორმებიც განიხილეს.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, მოხარულები ვართ, რომ საქართველოს კარგი შედეგები აქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით და რეფორმების კუთხით. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ამ შეხვედრაზე, რომ ვაგრძელებთ მათთან მუშაობას, რათა განხორციელდეს დასახული მიზნები. რა თქმა უნდა, ჩვენ საუკეთესოს ვუსურვებთ საქართველოსა და ქართველ ხალხს“,- განაცხადა ტაო ჟანგმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები