მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ს კვირას, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ

ილია მეორე

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II კვირას, 22 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ - ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.

"დაკრძალვა, პატრიარქის სურვილისამებრ იქნება კვირას, ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი.

ეპოქალური პიროვნება. მას ერისა და ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურება აქვს როგორც სულიერად, ისე მატერიალურად. პატრიარქი სიყვარულის პატრიარქი იყო", - განაცხადა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა.

ცნობისთვის, წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოს რეზიდენციაში 14:00 საათზე დაიწყო და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. სხდომის გაგრძელების გამო, საპატრიარქო ტელევიზია "ერთსულოვნების" ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქის ილია II-ის საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში გადასვენების დრომ 16:00 საათიდან 17:00 საათამდე გადაიწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები