მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ხელისუფლება რეპრესიულ რეჟიმს ამყარებს - ანიტა ჰიპერი

ანიტა ჰიპერი

ევროკომისიის პრესსპიკერი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ანიტა ჰიპერი "ოცნების" მთავრობას მოუწოდებს, დაუბრუნდეს დიალოგს საკუთარ საზოგადოებასთან და უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს ძალადობის შემდგომი ესკალაცია.

ანიტა ჰიპერს "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე ჰკითხეს. პაპუაშვილმა თქვა, რომ 71 წლის აზა ჩილაჩავას აქციაზე დაკავების საკითხზე მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ევროკავშირის ელჩზე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზეა.

ანიტა ჰიპერის თქმით, უმჯობესია საქართველოს ხელისუფლებამ რეალობას თვალებში შეხედოს, რეალობა კი ისაა, რომ "ოცნება" რეპრესიულ რეჟიმს ამყარებს.

"ვფიქრობ, საუკეთესო იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებამ სარკეში ჩაიხედოს და რეალობას თვალებში შეხედოს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ძალიან რეპრესიულ რეჟიმს ამყარებენ, რომელიც მშვიდობიანი ადამიანების, მედიის, ჟურნალისტების წინააღმდეგაა მიმართული. კიდევ ერთხელ, თუ დარწმუნებული ხართ თქვენს დემოკრატიაში, თქვენს ქცევაში, თქვენი ოპონენტების, უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრების საჭიროებას არ დაინახავთ. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ძალადობის ყველა ფორმისა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდნენ დიალოგს საკუთარ საზოგადოებასთან და უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს ამ ძალადობის შემდგომი ესკალაცია", - ამბობს ანიტა ჰიპერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები