ევროკომისიის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი საქართველოში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციურ პარტიებზე რეპრესიების ფონზე ჩატარდა.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა განიხილავს თუ არა ევროკავშირი "ქართული ოცნების" მთავრობის წინააღმდეგ კონკრეტულ ნაბიჯებს.
"ვიხილეთ შაბათს ჩატარებული არჩევნები, რომელიც წარიმართა მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციურ პარტიებზე ძლიერი რეპრესიებით. ჩვენ ასევე ვნახეთ დაბალი აქტივობა და ოპოზიციის ბოიკოტი. ასევე ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დროულად ვერ მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები ეუთო/ოდირიდან. ეს ძირის უთხრის გამჭვირვალობასა და დამაჯერებლობას ამ დემოკრატიული პროცესის.
ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობა წარმართავს რუსულ პროპაგანდას, ეს არის რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელო, როცა საკითხი დეზინფორმაციას ეხება და ელჩზე თავდასხმას, რომელსაც ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. ასევე უკვე ითქვა, რომ ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას ყველა მხრიდან. ევროკავშირი ყოველთვის მშვიდობიანი პროტესტის მოწოდებით გამოდის და ვგმობთ ნებისმიერი ტიპის ძალადობას. ეს არის ჩვენი განცხადება ამ მიმართულებით", - ამბობს ჰიპერი.




























