მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ დრომდე არაა უზრუნველყოფილი ნდობაზე დაფუძნებული საარჩევნო გარემო - CoE

AI

ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტი მარკ კულსი ღრმად წუხს საქართველოში პოლიტიკური კლიმატის გაუარესების გამო - ამის შესახებ თავად ევროპის საბჭოს კონგრესის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზიდან ხდება ცნობილი.

„ღრმად ვწუხვარ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების გამო, განსაკუთრებით ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრებების ფონზე, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს პოლიტიკური ძალებს შორის დიალოგის შესაძლებლობას,“ – განაცხადა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტმა მარკ კულსმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მარტინ კულსი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ ამ დრომდე არაა უზრუნველყოფილი ნდობაზე დაფუძნებული საარჩევნო გარემო.

„ვაქცევ ყურადღებას რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაზე, რომელშიც ისინი აცხადებენ, რომ ბოიკოტს უცხადებენ 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს. ვწუხვარ, რომ ამ დრომდე არ არის უზრუნველყოფილი ნდობაზე დაფუძნებული გარემო და პირობა, რომელიც აუცილებელია აზრიანი მონაწილეობისთვის ადგილობრივ არჩევნებში. კონგრესი მზადაა ითანამშრომლოს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ასეთი პირობების შექმნა.“

„2025 წლის 26 მარტს მიღებულ რეზოლუციასა და რეკომენდაციაში, კონგრესი მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, განეახლებინათ ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე და ყველა დაინტერესებულ მხარესთან – მათ შორის ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან – რათა შემცირდეს პოლარიზაცია, აღდგეს ძალაუფლების განაწილების მექანიზმები, რომლებიც აუცილებელია პლურალისტური დემოკრატიისთვის, და მოწესრიგდეს ოპოზიციის მონაწილეობისთვის აუცილებელი უფლებრივი გარემო. ეს არის გადამწყვეტი 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის დემოკრატიული გარემოს აღსადგენად.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები