მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს კრიზისის მართვის მინიმუმ ერთწლიანი გეგმა სჭირდება - თემურ ჭყონია

5e79ea7312601
დავით ჯალაღონია
24.03.20 18:00
1897
ბიზნესმენი თემურ ჭყონია ფიქრობს, რომ დღეს საქართველოს კრიზისის მართვის მინიმუმ ერთწლიანი გეგმა სჭირდება და ეს მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უნდა მოამზადოს.

ასე უპახუსა ჭყონიამ BM.GE-ს კითხვას, ხედავს თუ არა ახლა კერძო სექტორი ეკონომიკური სტიმულირების ისეთ პაკეტს, რომელიც ქვეყანას კორონავირუსის შემდგომ, ვირუსამდე არსებულ პოზიციებს დაუბრუნებს.

„ჩემი აზრით, კრიზისული მენეჯმენტი აბსოლუტურად განსხვავდება იმ მენეჯმენტისგან, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. კრიზისული მენეჯმენტი ცალკე ხელოვნება, ცოდნაა. რამდენად ძლიერია ამ თემაში ჩვენი ეკონომიკური გუნდი, ახლა გამოჩნდება. მე მაინც მგონია, რომ უფრო მეტი რეკომენდაცია უნდა გადმოიღონ იმ ქვეყნებიდან, რომელთაც, ასეთი კრიზისული სიტუაციის პერიოდში ჰქონიათ გეგმა ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან თუ შევხედავთ ამირან გამყრელიძეს ან თენგიზ ცერცვაძეს, მათ როცა აიღეს კორონავირუსის წინააღმდეგ სამედიცინო მართვა, ეს თემა კარგად გამოსდით. ასე ჩანს, ყოველ შემთხვევაში, რადგან სხვა ქვეყნებს რომ შევადაროთ, საქართველო წესრიგს იცავს.

გამყრელიძის, ცერცვაძის, ექიმების უამრავმა ჯგუფმა დაამტკიცეს, რომ თუ დაუჯერებენ, შეუძლიათ ამ კრიზისის მართვა. ახლა მთავარია, ჩვენ გვყავდეს ის ხალხი, ვინც კრიზისულ ეკონომიკას მართვას, რადგან ეს უკვე სხვა მენეჯმენტია.

ახლა ჩვენთან ეკონომიკური მიმართულება ოთხ მინისტრს აბარია, სხვადასხვა მიმართულებით. ამის კოორდინირება პრემიერის თემაა, მაგრამ ეს ყოველდღიური მართვის პროცესია, რაც ამ ოთხ მიმართულებას აბარია. ჩვენ გვჭირდება მეორე - დიდი კრიზისული პროგრამა, რომელიც იქნება გრძელვადიანი. ერთი და ორთვიანი სხვა არის, ერთწლიანი, წელიწადნახევრიანი კრიზისული პროგრამა უნდა არსებობდეს.

არავისთვის სათაკილო არ უნდა იყოს, რომ კრიზისული პროგრამის ცოდნა სპეციალური ცოდნაა, ყოველდღიურ მართვას სხვა მენეჯმენტი სჭირდება, კრიზისულს - სხვა რაღაცეები“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები