მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს კურორტებს საერთაშორისო მასშტაბით მარკეტინგი სჭირდება- თბილისის ბალნეოლოგიური

ბალეოლოგიური

ADB საქართველოს კურორტების განვითარების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას ამზადებს. საკითხზე გასული კვირის ბოლოს ბიზნესთან შეხვედრაც შედგა.

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის დირექტორი სალომე ყვავილაშვილი ამბობს, შეხვედრის მიზანი კურორტებზე არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები იყო, რაზეც ბიზნესმა დონორს ინფორმაცია მიაწოდა. სალომე ყვავილაშვილის თქმით, მიღმა სტრატეგიაზე მუშაობისა აუცილებელია მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან, რაც დღეს ნაკლებად ხორციელდება.

“საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს კურორტების განვითარების სააგენტოსთან, მუდმივი სამუშაო შეხვედრები იმართება. გასულ კვირასაც აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი იყო ჩამოსული, რომელთან ერთადაც უნდა მოხდეს სტრატეგიის შემუშავება. მიწვეულები ვიყავით კურორტების წარმომადგენლები და ვისაუბრეთ თუ რამხელა პრობლემების წინაშე ვდგავართ.

საქართველოს აქვს ამ მიმართულებით რესურსი, რომ განავითაროს სამედიცინო ტურიზმი, ბალნეოთერაპია და კურორტოლოგია. 217 კურორტი გვაქვს და სამედიცინო წყალი. 2 თვის წინაც პორტუგალიაში ვიყავით კურორტების განვითარების სააგენტოსთან ერთად. ვნერგავთ სიახლეებს, ვსწავლობთ რა სიახლეები არის ევროპის ბაზარზე. ბევრი მიმართულებით გვჭირდება განვითარება.

დიდი იმედი გვაქვს, რომ კურორტების განვითარების სააგენტო დაგვეხმარება, თუმცა მარტო ეს არ არის საკმარისი. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განავითაროს მარკეტინგი, ასევე პრობლემა გვაქვს კადრებთან მიმართებით, განსაკუთრებით რეგიონებში. გამოწვევებია ინფრასტრუქტურის მიმათულებითაც”, - ამბობს თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი ხელმძღვანელი სალომე ყვავილაშვილი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები