მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს კუთხეები და მსოფლიოს უცნობი ადგილები - BMGTV-ზე ახალი გადაცემა „ჯეირანი“ დაიწყო

ჯეირანი

BMGTV-ზე ახალი გადაცემა „ჯეირანი“ დაიწყო, რომელიც ეთერში ყოველ ორშაბათს უნდა გავიდეს, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში “საქმიანი დილა” გადაცემის ავტორებმა და წამყვანებმა ალექსანდრე გიორგაძემ და ირინე კირვალიძემ ისაუბრეს.

ალექსანდრე გიორგაძე, რომელიც გადაცემის ავტორთან და წამყვანთან ერთად, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გიდია, ამბობს, რომ ეს გადაცემა მაყურებელს მოუყვება ყველაფერს მოგზაურობაზე და დაეხმარება პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებაში.

მისივე თქმით, ამ დროისათვის უკვე 9 გადაცემაა ჩაწერილი, რომელიც მაყურებელს ყველასთვის ნაცნობ და უცნობ ადგილებს გააცნობს. ამასთან, გიორგიძე დასძენს, რომ პროექტი სპონსორებს ეძებს, რათა გადაცემა განვითარდეს და მასშტაბური გახდეს.

„გადაცემა არის შემეცნებითიც, გარკვეულწილად აკადემიურიც და გვაქვს სახალისო ელემენტებიც შეტანილი. მოგეხსენებათ, რომ მოგზაურობისას ადამიანებს გადაწყვეტილებების მიღება უწევთ. მათ შორის გადაცემის სახელზე ფიქრის დროსაც ვერ ვთანხმდებოდით, შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ „ჯეირანი“ დაგვერქვა. ეპიზოდის მსვლელობისას, ერთხელ მაინც ვვარდებით სიტუაციაში, სადაც რაღაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.

მაყურებელი გადაცემაში კონკრეტული ლოკაციის შესახებ ინფორმაციას ეცნობა, ამასთან თუ სად შეიძლება იკვებო, დაისვენო, რა ალტერნატივებია და ა.შ. ჩვენ მოვიცავთ როგორც უცხოეთს, ასევე საქართველოსაც. საქართველოს კუთხეები და მსოფლიო მასშტაბით არსებული უცნობი ადგილები დაბალანსებულად გვექნება, რომლის შესახებაც შეიძლება ადგილობრივებმაც არ იცოდნენ“, - ამბობს გიორგაძე.

ირინე კირვალიძის ინფორმაციით, საქართველოში მოგზაურობის შესახებ გარკვეული გეგმები უკვე არსებობს და ამაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

მისი განმარტებით, გარდა BMGTV-ს პლატფორმებისა, გადაცემები მათ youtube არხზე „ჯეირანი“ პარალელურად განთავსდება.

“ვგეგმავთ საქართველოში არსებული უცნობი ადგილების მონახულებასაც. გვაქვს მონახაზები და დავიწყებთ უკვე ამ მონახაზების შესრულებას. თანაც ამინდებიც გამოვიდა და ხელს გვიწყობს.

გარდა იმისა, რომ გადაცემა BMGTV-ზე და მის პლატფორმებზე გადის, ამის პარალელურად youtube არხი გვაქვს "ჯეირანი", სადაც რეტრანსლირდება“, - ამბობს გადაცემის ავტორი და წამყვანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები