საერთაშორისო დაჯილდოება World travel awards წელს საქართველოში პირველად გაიმართა. ღონისძიებაზე ავტოგაქირავების კომპანია Europcar Georgia World Travel Awards-ის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. გამარჯვება ნომინაციაში „საქართველოს ლიდერი ავტოგაქირავების კომპანია“ Europcar Georgia-მ წელს უკვე მეორედ მოიპოვა.
World travel awards მსოფლიო ტურიზმის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებაა. გამარჯვებულები საერთაშორისო ტურისტების შეფასებით გამოვლინდნენ, რომლებმაც თავიანთი კმაყოფილება მომსახურების მიმართ ხმის მიცემით გამოხატეს.
ნინო პატარაია, Europcar Georgia-ს დირექტორის მოადგილე: „საკმაოდ რთულია, მიაღწიო წარმატებასა და საერთაშორისო აღიარებას, თუმცა კიდევ უფრო რთულია ამ ყველაფრის შენარჩუნება და განვითარება. ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, რათა შევინარჩუნოთ ლიდერის სტატუსი ავტოგაქირავების სექტორში და კიდევ უფრო მეტი საინტერესო სიახლე შევთავაზოთ მომხმარებლებს. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ საერთაშორისო ვიზიტორს, რომელთა გადაწყვეტილებითაც ჩვენ უკვე მეორედ გავხდით გამარჯვებულები. გვიხარია, რომ ჩვენი სერვისით მოვიპოვეთ მათი ნდობა და მხარდაჭერა“.
Europcar Georgia საქართველოს ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს სთავაზობს როგორც დღიურ გაქირავებას, ისე საოპერაციო ლიზინგსა და სატრანსპორტო მომსახურებას. დღეს Europcar Georgia 400-ზე მეტი ავტომობილია წარმოდგენილი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. კომპანიის წარმატებას, მრავალფეროვანი ავტოპარკის გარდა, კომფორტული სერვისი და მუდმივ რეჟიმში მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა განაპირობებს.
ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ ღონისძიებას, World Travel Awards-ს, ბათუმმა უმასპინძლა. ზღვისპირა ქალაქს 24 ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის სამთავრობო უწყებების 300-ამდე წარმომადგენელი ესტუმრა. World Travel Awards 1993 წლიდან სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება.
Europcar Georgia ,,თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და ასევე სატრანსპორტო მომსახურება. ახლა უკვე საქართველოში პირველად Europcar-ი თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.