საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს მერსი ტემბონს შეხვდა.
შეხვედრის მთავარ თემას მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს ლოგისტიკის ინდექსის ბოლო შედეგები და მის გასაუმჯობესებლად აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა წარმოადგენდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით ქართული მხარე მსოფლიო ბანკის ექპერტებთან ერთად უკვე აქტიურად მუშაობს 2016 წლის კვლევის შედეგების განმაპირობებელი ფაქტორების ანალიზზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ინფრასტრუქტურული და ინვესტიციების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებაში საქართველოს მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, აუცილებელია დარგში განათლების დონის ამაღლება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სტიმულირება.
„ამასთან, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ თუ მიმდინარე სტრატეგიული პროექტების მნიშვნელობას ქვეყნის მიერ სატრანზიტო ფუნქციის შესრულებასა და ტრანსპორტის დარგის განვითარებაში. აღნიშნული პროექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების მომზადება საქართველოში ლოგისტიკური ცენტრების შესაქმნელად, ლოგისტიკის სტრატეგიის შემუშავება და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარება.
მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს თანამშრომლობისთვის და სრული მზადყოფნა გამოთქვა ლოგისტიკის ინდექსის გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების განხორციელებაში.
„საქართველოს მთავრობამ ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ლოგისტიკის ინდექსთან დაკავშირებით. კვლევის შედეგები რამდენი დღის წინ გამოქვეყნდა, მაგრამ ჩვენი ექსპერტები საქართველოს მთავრობასთან ერთად უკვე ინტესიურად მუშაობენ ამ საკითხებზე. მთავრია არა ის თუ რა შედეგები გვაქვს ამ ეტაპზე, არამედ რის გაკეთებას ვაპირებთ სამომავლოდ.
ჩვენ ერთობლივად უკვე დავგეგმეთ არაერთი ღონისძიება, რომელიც უახლოეს პერიოდში ხელს შეუწყობს ამ მაჩვენებლების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. მე დარწმუნებული ვარ საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია და 2018 წლის შედეგები ამის მკაფიო დასტური იქნება“-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის დასასრულს სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა მერსი ტემბონმა“, - განმარტავენ სამინისტროში.
ინდექსში საქართველომ 130-ე ადგილი დაიკავა, რაც 2014 წელთან შედარებით 14 ადგილით გაუარესებული მაჩვენებელია. 2012 წელს საქართველო 77-ე ადგილს იკავებდა.შეგახსენებთ, რომ

























