მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის კვლევის შედეგები ერთ თვეში გახდება ცნობილი

5c8762279974e
დავით ჯალაღონია
12.03.19 11:40
815

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, მსოფლიო ბანკი საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევაზე მუშაობას ერთ თვეში დაასრულებს.

როგორც მან BM.GE–სთან საუბრისას განაცხადა, კვლევის შედეგებში საქართველოს კონკურენტულ უპირატესობაზე იქნება საუბარი.

"მსოფლიო ბანკი ახლა ასრულებს კორიდორების კვლევას. ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად – აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და სხვა მოთამაშეებთან ერთად შემუშავებული გვაქვს სტრატეგია, როგორ გავუწიოთ კონკურენცია სხვა პარტნიორებს. ასევე მინდა აღვნიშნო "ლაპის ლაზულის" კორიდორი, რომელიც ავღანეთიდან და თურქმენეთიდან კასპიის გავლით, აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით უკავშირდება ევროპას და თურქეთს. მნიშვნელოვანია ასევე, ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის ამუშავება, ვინაიდან ეს საერთოდ თამაშის წესებს ცვლის და ცხადია – ღრმაწყლოვანი პორტები ჩვენს ნავსადგურებში, პირდაპირი საკონტეინერო ფიდერული დაკავშირება ევროკავშირის ბაზართან. ეს კარიბჭე ჩვენთვის კონსტანცა და ბურგასი გახლავთ. ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენს პორტებში საპორტო სერვისები განვითარდეს და მთლიანად კორიდორის გაციფრულება მოხდეს. აქ უნდა ჩაერთონ არა მხოლოდ ოპერატორები, არამედ სახელმწიფო უწყებები", – განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები