მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს მაკდონალდსი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს

58c1558370337
BM.GE
09.03.17 17:13
2741
საქართველოს მაკდონალდსი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს. საპატიო ჯილდო მაკდონალდს საქართველოს 2016 წლის კვლევის შედეგად, მსოფლიოს უდიდესი რესტორნების ქსელის ევროპის ცენტრალურმა ოფისმა მიანიჭა.

„მაკდონალდსი 100-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს დღეისთვის და ყოველწლიურად ახდენს ბაზრების კომპლექსურად შეფასებას სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით. ამჯერად ჯილდო როგორც ევროპის გამორჩეულ ბაზარს საქართველოს ხვდა წილად. დაიმსახურო „საუკეთესოს“ წოდება ისეთ ქვეყნებს შორის როგორებიცაა ავსტრია, ბელგია, პორტუგალია, ფინეთი და ა.შ, კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს და მეტ სტიმულს გვაძლევს სამომავლო განვითარებისთვის.“ - აცხადებს მაკდონალდს საქართველოს გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე.

საქართველოში მაკდონალდსის პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღეს-დღეობით 11 რესტორანს აერთიანებს, წელს კომპანია კიდევ ერთი რესტორნის გახსნას ქუთაისში გეგმავს. მაკდონალდსში 930 თანამშრომელი მუშაობს, რომელთა საშუალო ასაკიც 20-22 წელია და ყოველდღიურად დაახლოებით 15 000 სტუმარს ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები