მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მეტის გაკეთება სჭირდება, რომ EU-სთან მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს - რადოსლავ შიკორსკი

რადოსლავ შიკორსკი

ჩვენ გვქონდა სამწუხარო დისკუსია საქართველოზე, რადგან საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადგინეს დარღვევები, საქართველოს პრეზიდენტმაც დაგმო არჩევნები და სანდო საარჩევნო ორგანიზაციებმაც, რომლებმაც ადრე ზუსტად იწინასწარმეტყველეს შედეგი, აღმოაჩინეს ცდომილება, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ განაცხადა.

რადოსლავ შიკორსკის თქმით, ის ელოდება ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნას 26 ოქტომბრის არჩევნებზე.

"სამწუხარო საუბარი გვქონდა საქართველოზე, რადგან, როგორც იცით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დარღვევები აღმოაჩინეს, თქვენმა პრეზიდენტმაც დაგმო არჩევნები და მართლაც, სანდო გამოკითხვების ჩამტარებელმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც წარსულში ზუსტად ჰქონდათ პროგნოზირებული არჩევნების შედეგები, შეუსაბამოები აღმოაჩინეს

ჩვენ ველოდებით საბოლოო ODIHR-ის ანგარიშს, მაგრამ საქართველოს მეტის გაკეთება სჭირდება, რომ ევროკავშირთან [გაწევრიანებაზე] მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს", - განაცხადა რადოსლავ შიკორსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები