მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს მიმართულებით შესაძლოა, ავიაკომპანია Emirates-ის რეისები დაიწყოს

5cc982b0ae822
BM.GE
01.05.19 15:30
1491
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეიხ ახმედ ბინ საიდ ალ მაქტუმს შეხვდა. შეიხი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დუბაის სამოქალაქო ავიაციის პრეზიდენტია და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ჯგუფის ხელმძღვანელია, სადაც ავიაკომპანიები: Emirates, Flydubai და დუბაის საერთაშორისო აეროპორტია გაერთიანებული, რომელიც მსოფლიოში დატვირთვით მესამე ადგილზეა და ყოველწლიურად 90 მილიონამდე მგზავრს ემსახურება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილსა და შეიხ ახმედ ბინ საიდ ალ მაქტუმს შორის გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის, საქართველოს მიმართულებით ავიაკომპანია Emirates-ის შესაძლო ოპერირების შესახებ ისაუბრეს. შეიხთან გამართულ შეხვედრაზე არსებული რეისების სიხშირეების გაზრდის შესაძლებლობებიც განიხილეს.

Emirates-ის ავიაკომპანია მსოფლიოში 161 მიმართულებით დაფრინავს და საჰაერო ფლოტი 254 ლაინერისგან შედგება. ავიაკომპანია Flydubai მსოფლიოს 94 ქალაქში ასრულებს რეისებს და 62 ლაინერს ფლობს.

ცნობისთვის: ავიაკომპანია Flydubai თბილისში დღეში ორი სიხშირით დაფრინავს, ხოლო ზაფხულის სეზონზე ყოველდღიურ რეისებს ბათუმის მიმართულებით შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები