მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ლეგალურად მუშაობას შეძლებენ

5c19e4aeef938
BM.GE
19.12.18 10:25
2118
საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ლეგალურად მუშაობას შეძლებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის შესაბამისი შეთანხმება უკვე მიღწეულია.

როგორც ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა სპეციალისტებს, მათ შორის მათ, ვისაც უმაღლესი განათლება საფრანგეთში აქვთ მიღებული, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დროებითი ბინადრობის მოწმობა საფრანგეთში ლეგალური დასაქმების მიმართულებით.

"საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით შეთანხმების მისაღწევად პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურად მუშაობს. ჩვენ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი გვაქვს. საფრანგეთთან ჩვენ გაფორმებული გვაქვს შეთანხმება, რომლის რატიფიკაციაც საფრანგეთის პარლამენტმა მოახდინა. ხოლო გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა, რომელიც უკვე კანონის სახით იქნება წარმოდგენილი. ეს საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა სპეციალისტებს, მათ შორის მათ, ვისაც უმაღლესი განათლება საფრანგეთში აქვთ მიღებული, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დროებითი ბინადრობის მოწმობა საფრანგეთში ლეგალური დასაქმების მიმართულებით. მოგვიანებით მოგახსენებთ ეს კანონი როდის ამოქმედდება. ამ კანონის ნიუანსები რა არის. ამაზე შესაბამისი კომენტარები გაკეთდება. ამ მიმართულებით ჩვენ სხვა ქვეყნებთანაც ვმუშაობთ - პოლონეთთან და ისრაელთან. ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა", - განაცხადა მინისტრმა.

წყარო: IPN

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები