მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყნებს აშშ-ის ვიზის მისაღებად აქტიურად იყენებდნენ - e-Consul

თინათინ გოგუაძე

e-Consul-ის დამფუძნებელი თინათინ გოგუაძე ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები უცხო ქვეყნებს ამერიკის ვიზის ასაღებად აქტიურად იყენებდნენ და ახალი წესი მათზეც გავრცელდება. საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სახელმწიფო დეპარტამენტმა არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის წესი გაამკაცრა, რაც ნიშნავს, რომ ვიზების მიღება მხოლოდ იმ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი, სადაც განაცხადის გამგზავნს მოქალაქეობა ან ბინადრობის უფლება აქვს.

"ეს გადაწყვეტილება ეხება აბსოლუტურად ყველა საიმიგრაციო ვიზის მაძიებელს, ანუ ვისაც სურს საიმიგრაციო ან არასაიმიგრაციო ვიზის მიღება. 2025 წლის 28 აგვისტოს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადი გააკეთა, რომ საიმიგრაციო ვიზებისთვის ეს შეზღუდვა უკვე შემოიღო და ახლა 2025 წლის 6 სექტემბერს უკვე არასაიმიგრაციო ვიზის მაძიებლებისთვისაც არის ეს ცვლილება. თუმცა ეს არის მკაცრი რეკომენდაცია და კანონის სახით ჯერ არ არის მიღებული.

ჩვენ მსგავსი წესი გვქონდა 2019 წლამდე, მანამ სანამ კოვიდი იქნებოდა. კოვიდმა ძალიან დიდი რიგები შექმნა საკონსულოებში და ამ რიგების აღმოსაფხვრელად, როგორც საქართველოს მოქალაქეს შეგეძლო ნებისმიერ სხვა ქვეყანაში წასულიყავი [ვიზის ასაღებად]. თუმცა ახლა უბრუნდებიან ისევ ძველ რელსებს. ახლა თუ ხარ საქართველოს მოქალაქე, აუცილებლად საქართველოში უნდა შეიტანო განაცხადი, მაგრამ თუ გაქვს სხვა ქვეყნის ბინადრობა, შეგიძლია იმ ქვეყანაშიც გააკეთო განაცხადი.

ამას საკმაოდ აქტიურად იყენებდნენ საქართველოს მოქალაქეები. ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს, როდესაც შენს ქვეყანაში მიდიხარ გასაუბრებაზე, ეს თავიდან აცილებს [აშშ-ის] უსაფრთხოების და თაღლითურ სქემებს. ეს გადაწყვეტილებას ამის თავიდან ასარიდებლად, ეს ერთ-ერთი გამოსავალია, იმიტომ, რომ კონსულ ოფიცრები, რომლებიც მუშაობენ კონკრეტულ ქვეყანაში, დატრენინგებულები არიან და მათთვის მარტივია გადაამოწმონ თუნდაც ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია", - ამბობს თინათინ გოგუაძე.

აშშ-ის საელჩო: "განმცხადებლებმა ვიზის გასაუბრება უნდა დაგეგმონ იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ ან რომლის მოქალაქეებიც არიან"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები