მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მოქალაქეები თავს დაუცველად ეკონომიკური საკითხების გამო გრძნობენ - NDI

63db78620b3fb
გიგა ბენია
02.02.23 19:37
570
საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში თავს დაუცველად გრძნობენ. შესაბამისი კვლევა NDI-მ გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მოსახლეობა თავს დაუცველად, განსაკუთრებით, ეკონომიკური საკითხების გამო გრძნობს.

კითხვაზე „რა არის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც საქართველოში თავს დაუცველად გრძნობთ?“ - 39% მთავარ მიზეზად სიღარიბეს ასახელებს. 35%-თვის მთავარი გამოწვევა ინფლაციაა. 34% უმუშევრობაზე წუხს.

გამოწვევებს შორის მეოთხე პრობლემად კრიმინალი დასახელდა. NDI-ს მონაცემებით, აღნიშნული, ძირითადად, ახალგაზრდებმა დაასახელეს. სიღარიბეს კი პრობლემად 55+ ასაკის მოქალაქეები ასახელებენ. უმუშევრობას გამოწვევად, განსაკუთრებით, უმცირესობათა დასახლებებში ასახელებენ.

აღსანიშნავია, რომ სიღარიბე და ინფლაცია გამოწვევა, განსაკუთრებით, პატარა ქალაქებშია, კრიმინალი კი თბილისში.
რაც შეეხება გამოწვევებს, პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი 25%-დან 51% სიღარიბეს მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებს. სიღარიბე გამოწვევაა ოპოზიციის მხარდამჭერი 20%-დან 33%-თვის.

კრიმინალს გამოწვევად ოპოზიციის მხარდამჭერები ასახელებენ, თუმცა ქართული ოცნების მხარდამჭერებიდან 30%-თვისაც კრიმინალი გამოწვევაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები