Cybernews-ი წერს, რომ მილიონობით ჩანაწერმა საქართველოს მოქალაქეებზე ინტერნეტში გაჟონა, რაც სენსიტიურ პერსონალურ მონაცემებს პოტენციურად დაუცველს ტოვებს მავნე აქტორების მიმართ.
ბობ დიაჩენკომ, კიბერუსაფრთხოების მკვლევარმა და SecurityDiscovery.com-ის მფლობელმა, Cybernews-ის კვლევით ჯგუფთან ერთად დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეების მონაცემები გერმანიაში დაფუძნებული ღრუბლოვანი სერვისის პროვაიდერის სერვერზე იყო. მონაცემთა ბაზა თავისუფალი ძებნისას დაფიქსირდა და მალევე დაიხურა.
საუბარია შემდეგი ტიპის მონაცემებზე: პირადობის ნომერი, სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, გენდერი, სერთიფიკატის მსგავს ნომრები (პოტენციურად დაზღვევა), ტელეფონის ნომრები მფლობელის შესახებ აღწერილობითი ინფორმაციით.




























