მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგმა ₾7.4 მილიარდს გადააჭარბა - აგვისტოს შედეგები

საპენსიო ფონდი

საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა აგვისტოს ბოლოსთვის 7.4 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 1.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ფონდის საინვესტიციო პორტფელების შედეგების თანახმად, აგვისტო საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის საკმაოდ კარგი თვე აღმოჩნდა, რაც საერთაშორისო ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ განაპირობა.

"აღნიშნული დადებითი დინამიკა კომპანიების ძლიერ კვარტალურ შედეგებს, გაუმჯობესებულ ეკონომიკურ გარემოსა და ფედერალური რეზერვის მიერ შერბილებული პოლიტიკის მოლოდინებს უკავშირდებოდა",- აღნიშნავენ საპენსიო ფონდში.

აგვისტოში, ყველაზე მაღალი - 1.98%-იანი - ზრდა დინამიკურმა პორტფელმა აჩვენა, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელები შესაბამისად 1.51% და 1.22%-ით გაიზარდა.

წლის დასაწყისიდან დღემდე პორტფელების შემოსავლიანობა ასეთია:

  • კონსერვატიული – 7.29%
  • დაბალანსებული – 8.11%
  • დინამიკური – 9.20%

აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელი გრძელვადიანი შემოსავლიანობის კუთხითაც ლიდერობს - პორტფელების შექმნიდან (2023 წლის 6 აგვისტო) დღემდე მისი გაწლიურებული ამონაგები 13.8%-ია, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 12.7% და 11.6%-ს შეადგენენ.

31 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო სქემაში მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 667 ათასი ადამიანია. დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 22,843-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 100.3 მლნ ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები