მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების საკითხს ბრიუსელში ხელი ოფიციალურად მოეწერა

58b6ca7ab3812
BM.GE
01.03.17 17:19
1129
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ბრიუსელში ხელი ოფიციალურად მოეწერა.

ევროპარლამენტში გამართული ცერემონიის ფარგლებში რეგულაციას ხელი.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანმა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, მალტის საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა მოაწერეს.

„დღეს სრულდება ძალიან შრომატევადი, ხანგრძლივი პროცესი, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს ძალიან მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირთან. ეს პროცესი უკავშირდებოდა ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ევროპულ სტრუქტურებთან, ასევე წევრ სახელმწიფოებთან და რეფორმებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს სვლას ევროპული ოჯახისკენ. საქართველო გახდება ევროპული სახელმწიფო და ეს გაუხსნის მას კარს ევროპულ ოჯახში. ეს დღეც აუცილებლად დადგება“, - განაცხადა ბრიუსელში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები