მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს მოქალაქეებმა I კვარტალში უცხოეთში ვიზიტებზე 359 მილიონი ლარი დახარჯეს

5ce7aa8c79ed4
BM.GE
24.05.19 12:31
835
2019 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 677.4 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 44.7%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 484.8 ათასი შეადგინა.

ვიზიტორების უმრავლესობა, 29.7%, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 45.3 პროცენტს შეადგენდა

2019 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 359.3 მილიონი ლარი შეადგინა, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 741.0 ლარს გაუტოლდა.

2019 წლის I კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობამ 367.3 ათასი შეადგინა. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 269.8 ათასი ტურისტული(როდესაც ვიზიტორი ღამეს ათენებს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე) და 215.0 ათასი ექსკურსიული ტიპის (როდესაც ვიზიტორი ღამეს არ ათენებს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე) ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების 58.9 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 36.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.4 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები