4 თებერვალს დანაშაულებრივმა ჯგუფმა ბანკის სარდაფში მდებარე სეიფის იატაკი გაანგრია და 30 ადგილიდან სადეპოზიტო (შემნახველი) ყუთი გაიტანა. მოპარული თანხის ზუსტი ოდენობა უცნობია.
პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავეები 400 მეტრით დაშორებულ შენობაში ცხოვრებდნენ, რომელიც მათ ქირით ჰქონდათ აღებული. გათხრილი გვირაბი ნაწილობრივ საკანალიზაციო მილსადენს მიყვებოდა, ხოლო ბოლო რამდენიმე მეტრი კი უშუალოდ მათ მიერ იყო გათხრილი.
სახლის მეპატრონის განცხადებით, მას შენობის რამდენიმე ოთახი ორ ძმაზე ჰქონდა გაქირავებული.


მომხდარის შესახებ Washington Post-ი, BBC, Associated Press-ი და სხვა საერთაშორისო გამოცემები წერენ.

























