ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, მოსახლოების 37%-ის აზრით, წარმატებულად დასაქმებისთვის პროფესიონალიზმზე მნიშვნელოვანი კარგი ნაცნობობაა.
რა არის წინაპირობა კარგი სამუშაოს პოვნისთვის? - მოსახლეობის პასუხები:
- ნაცნობობა - 37%;
- პროფესიონალიზმი - სამუშაო გამოცდილება - 23%;
- უცხოეთში მიღებული განათლება - 9%;
- ნიჭი - 8%;
- შრომისმოყვარეობა - 7%;
- იღბალი/გამართლება - 6%;
- საქართველოში მიღებული განათლება - 5%;
- საჭირო ხალხის "პატივისცემა" - 3%.
აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.