მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია

საქართველოს ბანკი აგრო სექტორის მხარდაჭერასა და ქვეყანაში თანამედროვე აგრო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად, ბანკსა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მარიო სტეტა ეწვია. ვიზიტის მიზანს საქართველოს, როგორც მოცვის ინდუსტრიის სწრაფად განვითარებადი ქვეყნის, საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერება და გლობალურ ქსელებში ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა. ვიზიტის ფარგლებში მარიო სტეტამ ასოციაციის წევრ კომპანიებთან, სექტორის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გამართა შეხვედრები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები