მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს მსხვილი ქალაქების ჩაკეტვამ მწარმოებლების ნაწილს პრობლემები შეუქმნა

5eaef982b0585
BM.GE
03.05.20 22:08
1370
აღდგომის დღესასწაულის პერიოდში საქართველოს ძირითად ქალაქებს შორის კომუნიკაციის შეზღუდვამ მწარმოებლებს პრობლემა შეუქმნა. “გადაადგილების შეზღუდვის გამო პროდუქტის ჩამოტანისა და შეკვეთებზე მუშაობის შესაძლებლობა არ გვქონდა”- აცხადებს BM.GE-სთან რაჭული ლორის მწარმოებელი.

გიორგი ჯინჭარაძის თქმით, გზების ჩაკეტვამდე მოასწრეს თბილისში მაღაზიების მომარაგება, რათა დედაქალაქის მომხმარებელს შეძლებოდა უწყვეტად პროდუქტის შეძენა.

“დიდი დრო დავკარგეთ გადაადგილების უფლებების გარკვევის მიზნით. პრობლემა გვქონდა, ვუკავშირდებოდით ხან ცხელ ხაზს, ხანაც - ეკონომიკის სამინისტროს, რომლებიც ერთმანეთთან გვამისამართებდნენ. დღეს გავიგეთ, რომ უკვე შეგვიძლია მიტანა, მოხსნილია შეზღუდვები და აღვადგენთ მუშაობას”- აცხადებს ჯინჭარაძე.

რაჭული ლორის მწარმოებელმა სხვა სირთულეებზეც ისაუბრა და თქვა, რომ  მათთვის პროდუქტის გასაღების წყარო ტურისტები და რესტორნები იყო.
ამასთან, მწარმოებლის მიერ მომარაგებული რესტორნები კონსიგნაციით შეძენილი პროდუქტის ღირებულების გადახდაზე უარს აცხადებენ.

“ისინი ამბობენ, რომ პანდემიის გამო ყველას შეექმნა პრობლემა და ჯერჯერობით გადახდა არ შეუძლიათ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის მათი და ყველანაირად ხელს შევუწყობთ და გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას, თუმცა უსასრულოდ არ უნდა გაგრძელდეს ეს მდგომარეობა, რადგან ეს თანხები ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია”- აღნიშნავს გიორგი ჯინჭარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები