"მიწის სისტემურ აღრიცხვაზე უნდა დაშენდეს ნებისმიერი სტრუქტურული რეფორმა“- ამის შესახებ ISET-ის მკვლევარი სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რატი კოჭლამაზაშვილი აცხადებს. ის ეკონომიკის მინისტრის აგრიპოლისების შექმნის შესახებ ინიციატივას ეხმაურება და თავისი ინტერპრეტაციით ხსნის რა იგულისხმა ახალმა მინისტრმა თავის გამოსვლაში.
გიორგი ქობულიამ პარლამენტში ქალაქის ტიპის ობიექტების შესახებ ისაუბრა, სადაც ფერმერები პროდუქციის შენახვას და გადამუშავებას შეძლებენ. მინისტრი თვლის, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ინდუსტრიალიზაციასთან ერთად სწორედ აგრიპოლისების მეშვეობით არის შესაძლებელი.
„მე როგორც გავიგე ეს ნიშნავს ღირებულებათა ჯაჭვში განვითარებას ანუ პირველადი პროდუქციის წარმოება არა, არამედ საბოლოო პროდუქციის წარმოება, სადაც დამატებული ღირებულება იქმნება და მისასალმებელია ზოგადად, რომ უფრო მეტი პროდუქციის ღირებულება შეიქმნება ადგილორივ ბაზარზე. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ადგილობრივ ბაზარზე, ფერმერების კომერციალიზაცია ანუ რეალური ფერმერები, რომლებიც ორიენტირებული არიან მიიღონ პროდუქცია და გაყიდონ და ეს სამქიანობა იყოს ძირითადი, ასეთი ფერმერების კლასის არარსებობაა მთავარი პრობლემა, რომლის პირველი გამოწვევა არის მცირემიწიანობა ამ თვალსაზრისით, რაც იწვევს იმას, რომ ეს ფერმერები არ არის მოგებაზე ორიენტირებულები. ამიტომ პირველი, უნდა წახალისდეს მიწის რეგიტრაცია, მოხდეს ქვეყნის მიწის ფონდის აღრიცხვა სისტემური მიწის რეგისტრაციის მიდგომით, რაზეც უნდა დაშენდეს ნებისმიერი სტრუქტურული რეფორმა, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ საქართველოში იქნება სოფლის მეურნებობა ისეთი, როგორც დასავლეთში და არა 40-50%, რაც ისედაც საკამათოა, რომელიც დასაქმებულია ამ სექტორში, არამედ იქნება 5-10 მაქსიმუმ და მისი წილიც არ იქნება ისეთი დიდი მშპ-ში, იმიტომ რომ თანამედროვე ეკონომიკაში არ თამაშობს დიდ როლს. ეს არის გრძელი გზა, 25-30 წლის გზაა, რომელსაც დღეს უნდა ჩაეყაროს საფუძველი.
ის ადამიანები, რომლებიც არიან მცირე ფერმერები და ვერ ქმნიან დოვლათს, სხვა სფეროში უნდა დავასაქმოთ, თუნდაც სოფლის მეურნეობის გადმუშავების სფეროში, თუმცა ამდენი ადამიანი ამ სფეროში ვერ დასაქმდება და პარალელურად უნდა მოხდეს სოფლის განვითარება, სადაც ეს ადამიანები დასაქმდებიან“-აცხადებს რატი კოჭლამაზაშვილი.

























