მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობა 5 ივლისს დაჭრილ ტურისტს რეაბილიტაციას ლიკანის სასტუმროში სთავაზობს

60e84bdc159fb
ვიქტორია მღებრიშვილი
09.07.21 17:23
898
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტების დაჭრის ფაქტები ევროპულ ქვეყნებშიც ფიქსირდება, თუმცა, მისი თქმით, მთავარი ამ პროცესში ისაა, რომ სახელმწიფომ პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე სწრაფი რეაგირება მოახდინა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს 5 ივლისს პოლონელი ტურისტის დაჭრის კომენტირებისას განუცხადა.

„ნებისმიერ დიდ ქალაქში, ევროპულ ქალაქებშიც კი ასეთი სამწუხარო შემთხვევები დროდადრო ხდება. მთავარია, რამდენად სწრაფად რეაგირებს სახელმწიფო. ეს ერთეული შემთხვევა სახელმწიფოს რეაგირების ქვეშ სწრაფად მოექცა. დღეს ეს ადამიანი თავს კარგად გრძნობს და ამ დღეებში უკვე გაეწერება. ჩვენ და საპარტნიორო ფონდმა ლიკანის სასტუმროში რეაბილიტაციის კურსი შევთავაზეთ, სადაც ძალების აღდგენას შეძლებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები