მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობამ საგადასახადო შეღავათებს სწრაფად უნდა გადახედოს - IMF

63aae5235172a
შოთა ტყეშელაშვილი
27.12.22 17:10
873
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ სწრაფად უნდა გადახედოს საგადასახადო შეღავათებს. ამის შესახებ საუბარია ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც ახალი პროგრამის მიმდინარეობას აფასებს.

“ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა გეგმა საგადასახადო დანახარჯების რეპორტინგის შესახებ, ამასთანავე მათ გამოაქვეყნეს საგადასახადო დანახარჯების პირველი შეფასება, რასაც შემდეგ წელს დანახარჯების ეფექტიანობის შეფასება უნდა მოჰყვეს. (სავალუტო ფონდის) თანამშრომლები მხარს უჭერენ საგადასახადო დანახარჯების შემცირებას და საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას,”- ნათქვამია სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა საგადასახადო შეღავათების შეფასება. დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს საგადასახადო შეღავათები ბიუჯეტს 2.76 მილიარდი ლარი დაუჯდა. ანუ ეს არის ის თანხა. რომელიც ბიუჯეტში ამ შეღავათების გამო არ შევიდა. 2020 წელს ეს თანხა 2.5 მილიარდი იყო, 2019 წელს - 2.8 მლრდ ლარს შეადგენდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, მთავრობა სავალუტო ფონდთან ერთად შეაფასებს ამ შეღავათების ეფექტიანობას, რის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილებები თუ რომელი ბენეფიტები შეიძლება გაუქმდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები