მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს მთავრობამ "საქრუსენერგოს" 50%-იანი წილი საპარტნიორო ფონდს გადასცა

5d30c6584dc0f
შოთა ტყეშელაშვილი
18.07.19 23:08
1386
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო კომპანია "საქრუსენერგოს" 50%-იანი წილი სახელმწიფოს კუთვნილ საინვესტიციო ფონდს - "საპარტნიორო ფონდს" გადასცა. შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა. 

"საქრუსენერგო" მაღალი ძაბვის გადამცემ ქსელს წარმოადგენს. კომპანიის მთავარ აქტივს კავკასიონის ქედზე გამავალი გადამცემი ხაზი წარმოადგენს. "საქრუსენერგოში" 50-50%-იან წილებს საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფოები ფლობენ. 

"საქრუსენერგოს" აქტივები დაახლოებით 100 მილიონ ლარს შეადგენს. 

"საპარტნიორო ფონდს" უკვე ეკუთვნის რამდენიმე მსხვილი ენერგეტიკული აქტივი, მათ შორის 100%-იანი წილი საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციაში, გარდაბნის თბოსადგური, სახელმწიფო ელექტროსისტემა, ესკო და მინორიტარული წილი თელასში. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები