მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 29 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა

ირაკლი კობახიძე
25.08.25 15:29
7797

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 29 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ამასთანავე, დადგენილება არ გავრცელდება სამსახურებსა და მოსამსახურეებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.

საქართველოს საპატრიარქო 29 აგვისტოს ანჩისხატობას აღნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები