მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ტურიზმის მიმართულებით ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიცვალა"

57b5a78e17283
თელარა გელანტია
18.08.16 16:11
1404
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ტურიზმის მიმართულებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიცვალა.  ამის შესახებ ჩოგოვაძემ "ბიზნესკონტრაქტთან" ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ ტურიზმი როგროც ცენტრალური ისე ადგილობრივი უწყებების დონეზე პრიორიტეტული გახდა.

"ზოგადად, ტურიზმი ისეთი მნიშვენლოვანი და სპეციფიური სფეროა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკისთვის, რომ ის დამოუკიდებულად და იზოლირებულად ვერ განვითარდება. მას სჭირდება სავიზო მხარდაჭერა, ასევე ახალი ავიარისების წახალისებაც და რა თქმა უნდა სწორი ქმედებები იმისთვის, რომ საქართველო სხვადასხვა ბაზარზე ცნობილი იყოს", - აღნიშნა მან.

ამასთან, გიორგი ჩოგოვაძე ირწმუნება, რომ ტურიზმი მომავალშიც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ სექტორად დარჩება.

"დღეს უკვე თამამამდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურიზმი ისეთი პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის და მთავრობისთვის, როგორც არასდროს მანამდე და რაც ყველაზე მთავარია, ტურიზმი ამართლებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. წლევანდელი წელი საერთოდ რეკორდულია როგორც ტურისტების რაოდენობის, ისე შემოსავლების თვალსაზრისით. მხოლოდ პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი გაიზარდა 48 მლნ დოლარით. ასევ იზრდება ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა რიცხვი. შესაბამისად, მზარდია ტურიზმის წილი მშპ-ში და ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და განვითარების ერთ-ერთი პროორიტეტული დარგია“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები