საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები და საკვანძო რეფორმების შეუსრულებლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს - ამის შესახებ ასევე ევროკომისიის ახალ ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ქვეყანაში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული შეშფოთება, რამაც ევროკავშირი აიძულა, შეეჩერებინა უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის, რაც ზოგადად უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის. ევროკომისია ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სავიზო პოლიტიკა მკვეთრად აცდენილია ევროკავშირის სტანდარტებს. კერძოდ, საქართველო უვიზო მიმოსვლას უნარჩუნებს 26 ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. გამოწვევად რჩება თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი უსაფუძვლო განაცხადების მაღალი მაჩვენებელიც. რა გზავნილები აქვს ევროკომისიას საქართველოსთვის და არის თუ არა ქვეყანა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის წინაშე?
სტუმარი: ალექსანდრე მიშველიძე - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი






























