მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განვიხილავთ - ბორელი;

ევროკავშირი საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს. შესაბამისი განცხადება გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა. მისი თქმით, "რუსული კანონი" და მის გარშემო განვითარებული უარყოფითი მოვლენები აშორებს საქართველოს ევროკავშირს. ბორელი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით 27-დან 26 სახელმწიფო მხარს არ უჭერს. რა ოდენობის ფინანსურ დახმარებას იღებს საქართველო ევროკავშირისგან და რა სტრატეგიულ პროექტებს შეიძლება შეექმნას საფრთხე?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები