2018 წელს საქართველოდან რუსეთში განხორციელებული ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში, 2017 წელთან შედარებით 1,5%-ითაა შემცირებული.
საქსტატის ინფორმაციით, თუკი 2017 წელს რუსეთში ექსპორტის წილი 14,5% იყო, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 13%-მდე ჩამოვიდა.
მიუხედავად ამისა, ეს ქვეყანა მაინც მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზრად რჩება.
გასული წლის მონაცემებით, რუსეთს აზერბაიჯანის შემდეგ, მეორე პოზიცია უკავია.
თანხებში გამოხატული მაჩვენებლით, 2018 წელს რუსეთში 437 მილიონი დოლარის პროდუქცია იყო ექსპორტირებული, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 10%-ით აჭარბებს.
მთავარი საექსპორტო პროდუქტი 2018 წელს, წინა წლის მსგავსად ფეროშენადნობები (128 მილიონი დოლარი), ნატურალური ღვინოები (114 მილიონი დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (50 მილიონი დოლარი), სპირტიანი სასმელები (21 მილიონი დოლარი) და ცენტრიფუგები (16 მილიონი დოლარი) იყო.

























