მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთლიანი ბიზნესის ბრუნვის 73%-ზე მეტი დედაქალაქზე მოდის

5c067df894aba
თამუნა დემეტრაშვილი
04.12.18 17:14
1612
ეკონომიკური აქტივობის მხრივ თბილისი კვლავაც უალტერნატივო ლიდერია.

საქსტატის მონაცემებით, ქვეყნის ბიზნეს სექტორის მთლიანი ბრუნვის 73.2% დედაქალაქზე მოდის.

მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, რიგით მეორე, ეკონომიკურად ყველაზე აქტიური რეგიონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა - რეგიონზე ბიზნეს სექტორის მთლიანი ბრუნვის 7,4% მოდის; 5,2%-ით მესამე პოზიციაზე ქვემო ქართლია; ბრუნვის 4.5% იმერეთზე მოდის, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთზე - 2,8%.

რაც შეეხება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებას, აქ დედაქალაქზე 64.6% მოდის, აჭარაზე - 8.9%, ქვემო ქართლზე - 6.8%, იმერეთზე - 5.9%, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთზე კი - 3.2%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები