საქართველოსთვის მზესუმზირის ზეთის მთავარი მომწოდებელი რუსეთი, ქვეყნიდან პროდუქტის საექსპორტო გადასახადს ზრდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ივლისში ზეთის იმპორტი გაუძვირდება. შემდგომში კი იმპორტის ღირებულება რუსეთის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს 5 თვეში საქართველოს ზეთის იმპორტი უკვე გაუძვირდა. იანვარ-მაისში ქვეყანამ 25 მილიონი დოლარის 15 975 ტონა ზეთი შეიძინა, რაც ღირებულებაში 18.6%-ით, მოცულობაში კი მხოლოდ 3.6%-ით გაიზარდა.
ანუ თუ გასულ წელს 1 ტონა ზეთის შეძენა საშუალოდ 1370 დოლარი ჯდებოდა, წელს ეს რიცხვი 14.4%-ით 1 568 დოლარამდე გაიზარდა.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოსთვის ზეთის მთავარი მომწოდებელი რუსეთია და 5 თვეში იმპორტის გაძვირებაც სწორედ რუსეთიდან შესყიდვების გაძვირებამ განაპირობა.
მზესუმზირის ზეთის იმპორტი კი ქვეყნების მიხედვით ასეთია:
- მზესუმზირის ზეთი - $20.2 მლნ, 13 239 ტონა;
- უკრაინა - $3.2 მლნ, 1 847 ტონა;
- აზერბაიჯანი $1.1 მლნ, 657 ტონა;
- უნგრეთი - $420 ათასი, 185 ტონა;
- თურქეთი - $62.3 ათასი, 32 ტონა;
- იტალია - $27 ათასი, 11 ტონა;



























