მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს N1 საექსპორტო ქვეყანა რუსეთი გახდა

5947859501c8a
სალომე მეცხვარიშვილი
19.06.17 12:02
1977
საქართველოს N1 საექსპორტო ქვეყანა რუსეთი გახდა. საქსტატის 2017 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, რუსეთმა წელს მესამე ადგილიდან პირველ ადგილზე გადმოინაცვლა.

წელს იანვარ-მაისში რუსეთში ექსპორტირებული საქონელი თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა. თუ შარშან ამავე პერიოდში რუსეთში ექსპორტირებული იყო 66 მიილონ 904 ათასი დოლარის საქონელი, წელს ამ მაჩვენებელმა 151 მილიონ 94 ათასი დოლარი შეადგინა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: ფეროშენადნობები, ღვინოები და მინერალური წყლები.

საექსპორტო ქვეყნების ათეულში მეორე ადგილზე გადაინაცვლა თურქეთმა, რომელსაც გასულ წელს წამყვანი პოზიცია ეკავა. წელს იანვარ-მაისში თურქეთში 97 მილიონ 068 ათასი დოლარის საქონელი გავიდა, შარშან 83 მილიონ 282 ათასი დოლარის და ამ რიცხვით მას პირველი ადგილი ეჭირა. საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: ტრ8იკოტაჟის ნაწარმი, ფეროშენადნობები, ნახევარფაბბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან.

მეორე ადგილიდან მესამეზე გადავიდა ჩინეთიც. შარშან ჩინეთში ექსპორტირებულმა საქონელმა 79 მილიონ 101 ათასი დოლარი შეადგინა, წელს კი 82 მილიონ 314 ათასი დოლარი.

საექსპორტო ქვეყნების ათეულში მოხვდა სომხეთი - 71 მილიონ 474 ათასი დოლარი, ბულგარეთი 66 მილიონ 401 ათასი დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები