მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს N1 საექსპორტო ქვეყანა რუსეთია

5cb97c3f494b8
BM.GE
19.04.19 11:40
1463
2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 807.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 826.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 981.3 მლნ. აშშ დოლარს (4.7 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-მარტში, 1 155.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.5 პროცენტით გაიზარდა და 553.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

2019 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 74.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (135.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (84.9 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (68.1 მლნ. აშშ დოლარი).


2019 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.7 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (316.0 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (221.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (191.7 მლნ. აშშ დოლარი).


2019 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (373.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (327.0 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (272.5 მლნ. აშშ დოლარი).


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები