2019 წლის რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ, საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო ტვირთბრუნვის კლება ნარჩუნდება.
გასულ წელს ნავსადგურებმა 401 269 TEU კონტეინერი გადაამუშავეს, 18%-ით ნაკლები 2020 წელთან შედარებით. ეს რიცხვებში 89 101 კონტენერის დანაკლისია.
გადამუშავებული კონტენერების რაოდენობა - 2021 წელი
• ფოთის საზღვაო ნავსადგური - 302 082 TEU
• ბათუმის საზღვაო ნავსადგური - 99 187 TEU
საქართველოს დერეფანში საკონტენერო ტვირთბრუნვის კლება გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხებას და კონტეინერების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს უკავშირდება. ნეგატიური გავლენა ჰქონდა ასევე იმპორტიორების ნაწილის მიერ თავიანთი მარშრუტების ნაწილის აზიიდან ირანში გადატანას.
საკონტენერო ტვირთები ბოლო წლებში მცირდება. რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 2019 წელს, როდესაც პორტებმა 648 ათასი კონტეინერი მიიღეს, რაზეც გავლენა სომხეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ზრდამ მოახდინა.
საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა
• 2018 წელი - 453 938 ერთეული
• 2019 წელი - 647 816 ერთეული
• 2020 წელი - 490 370 ერთეული
• 2021 წელი - 401 269 ერთეული
გადაზიდვების ამ სეგმენტზე ნეგატიური ტრენდის შენარჩუნებას ელიან წელსაც. რუსეთ-უკრაინის ომის და რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გავლენას ახდენს შავი ზღვის სატვირთო გადაზიდვებზე. უკრაინაში შეფერხებულია კონტენერების მიწოდება/გამოტანა, რაც ბაზარზე ცარიელი კონტეინერების დეფიციტს და ფასების ზრდას იწვევს.

























