მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ნელა ფიქრის ფუფუნება არ აქვს"

5ab51214e8863
თელარა გელანტია
23.03.18 19:00
1145
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის და ინდონეზიის მთავრობის ყოფილი საერთაშორისო მრჩევლის ვერა ქობალიას აზრით, საქართველოს შეცდომების დაშვების არ უნდა ეშინოდეს.  ამის შესახებ ქობალიამ BM.ge-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვას - „თუ არის ისეთი პროექტები, რომლის განხორციელება ვერა ქობალიამ მინისტრობის დროს ვერ მოასწრო“, ყოფილმა მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ასეთი ტიპის სამსახურში მუშაობდა, როცა უკან იხედება, ფიქრობს - „ნეტა, ეს გამეკეთებინა, ნეტა, ეს მომესწროო“... ვერ ვიტყვი, რომ უკან მოხედვისას, არ ვარ კმაყოფილი იმით, რასაც მივაღწიე. თუნდაც რეფორმები, რომელზეც ახლა ვსაუბრობ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ზუსტად ის რეფორმებია, რომელიც გატარდა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ახლანდელი მინისტრიც, როცა ინდონეზიაში ჩამოდიოდნენ, ზუსტად იგივე რეფორმებზე საუბრობდნენ კონფერენციებსა და ფორუმებზე. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, ალბათ ძალიან ბევრის ჩამოთვლა მომიწევს... მოკლედ, მინდა ვთქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა მე ვიქნები თუ სხვა, მთავარია პროგრესი და წინსვლა იყოს სწრაფი, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ნელა და დიდხანს ფიქრის ფუფუნება; არ უნდა გვეშინოდეს შეცდომების დაშვების; ვთვლი, რომ შეცდომები აუცილებელია. სხვათაშორის, ინდონეზიაში ესეც მომწონდა - ძალიან სწრაფად აკეთებენ ყველაფერს, ბევრ შეცდომასაც უშვებენ, მაგრამ 100 საქმიდან 10 შეცდომა გამართლებულია, თუ დანარჩენი სწორია", - განაცხადა ვერა ქობალიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები