მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ოფიციალური დელეგაცია მონტენეგროშია - როგორია ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირი?

მონტენეგრო

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონტენეგროშია. ნატოს წევრი სახელმწიფო მხოლოდ 13 812 მ² ფართობზეა გადაჭიმული და მოსახლეობის რაოდენობა სულ 602 442-ია, ნომინალში გამოხატული მთლიანი შიდა პროდუქტი 7 მილიარდ დოლარს შეადგენს, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით კი 11 338 დოლარია.

მონტენეგროსთან საქართველოს ეკონომიკური კავშირი

ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ საქართველოს ამ ბალკანურ სახელმწიფოსთან არც ისეთი დიდი ეკონომიკური კავშირი აქვს. მიმდინარე წლის 5 თვეში, სავაჭრო ბრუნვამ 220.1 ათასი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში კი, 125 ათასი აშშ დოლარი იყო. 220.1 ათასიდან წელს იმპორტი 65.7 ათასი აშშ დოლარი იყო, ექსპორტი კი $154.4 ათასი.

ერთადერთი საექსპორტო პროდუქტი თხილია, ხოლო იმპორტირებულია 4 სასაქონლო ჯგუფი:

  • ეთილის სპირტი - $62.8 ათასი;
  • მინის ჭურჭელი - $1.8 ათასი;
  • შავი ლითონისგან დამზადებული სამზარეულო ან სხვა ნაწარმი - $630;
  • შალები, შარფები, ვუალები და ანალოგიური ნაწარმი - $400.

ტურიზმში სტატისტიკური მაჩვენებლებიც მცირეა. 2023 წელს საქართველოში მონტენეგროს 3 383 მოქალაქე სტუმრობდა. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 49.9% ზრდაა.

ფულადი გზავნილები მონტენეგროდან არ ირიცხება. ასევე, არასოდეს განხორციელებულა ინვესტიციები.

რაც შეეხება ვიზიტს, პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დინამიკა. აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. ხაზი გაესვა ბარსა და ბათუმს შორის დამეგობრების შესახებ შეთანხმების გაფორმებას და ტურიზმის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები