მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ონკოლოგიური დაავადებების მართვის გაიდლაინი არ აქვს - როგორია ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა?

ონკოლოგიური დაავადებები მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის. ჯანდაცვის კომიტეტმა დღეს თემატური მოკვლევის ანგარიში წარადგინა, სადაც ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობაა განხილული. კვლევაში აღნიშნულია, რომ სიმსივნით გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გამოწვევაა პირველადი დიაგნოსტიკა, რაც პაციენტებს შემდგომში პრობლემებს უქმნის. ამასთან, პირველადი დიაგნოსტიკა არ ფინანსდება. ამასთან, ქვეყნის შიდა რეგულაციებისა და სტანდარტების არარსებობა ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის სფეროში ხშირად ქმნის პაციენტთა არაგონივრულად ან საერთაშორისო რეკომენდაციების შეუსაბამოდ მართვის რისკებს. გამოწვევაა კადრების დეფიციტი ან კვალიფიკაციის დაბალი დონე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები