მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პარლამენტში დღეს უსაფრთხოების დამატებითი ზომები იმოქმედებს

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაცია საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

შეზღუდვა არ შეეხება მედია საშუალებების წარმომადგენლებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები