მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური კურსი & ინდივიდუალური სანქციები

საინტერესო იქნება 9 პუნქტის მიხედვით რა ეტაპზეა ქვეყანა - ამის შეფასება. 9 პუნქტის მიხედვით, ნულოვანი პროგრესი აქვს საქართველოს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციების პირველი ეტაპი გამოაცხადა სამ დღეში მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა „აგენტების კანონს“ და ის ამოქმედდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სავიზო სანქციები პრობლემას არ წარმოადგენს და, შესაბამისად, ვერც მათ შეაცვლევინებს გეგმებს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ სანქციების პოლიტიკა გაღრმავდება. ეს პირველი შემთხვევაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როცა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესდათ. სავიზო სანქციები შეეხოთ ასევე სამართალდამცავებს, კერძო პირებსა და სანქცირებულთა ოჯახის წევრებსაც. სია ამ დრომდე უცნობია. ფაქტია, ჩამონათვალში შეიძლება ნებისმიერი აღმოჩნდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები