პორტებისა და ნავსადგურების ტვირთბრუნვა შემცირდა. საქსტატის თანახმად, წლის პირველ კვარტალში ქართული პორტები 3.4 მილიონ ტონა ტვირთებს მოემსახურა. კლება 8%-ია. შემცირებულია საჰაერო გადაზიდვებიც. პარალელურად, გაიზარდა სარკინიგზო ტვირთბრუნვა. 2024 წლის I კვარტალში, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.2 მლნ. ტონა ტვირთი1, რაც 2.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამზიდავ კომპანიებში აცხადებენ, რომ გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ტვირთების გადაზიდვის მარშრუტები შეცვალა, რამაც რკინიგზაზე მოთხოვნა გაზარდა. რა მიზეზებით მცირდება საზღვაო გადაზიდვები და რა პერსპექტივა აქვს სარკინიგზო გადაზიდვების ზრდას?